четверг, 28 ноября 2019 г.

ისტორიის წრე ,,იბერია,,


სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. სალხინოს ბესიკ ხულორდავას სახელობის           საჯარო სკოლა
                         დამატებითი საგანმანათლებლო სააღმზრდელო წრე
                                    V-VI კლასის მოსწავლეთათვის
                                             წრის სახელწოდება:
                                                     ,,იბერია,,
წრის ხელმძღვანელი: სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. სალხინოს ბესიკ ხულორდავას სახელობის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი მედეა ჯოჯუა

სწავლების  მიზანი: სწავლა-სწავლებისპროცესის გაუმჯობესება, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება და მოტივაციის ამაღლება. მოსწავლეები  საფუძვლიანად შეისწავლიან ჩვენი ქვეყნის ისტორიას. მოსწავლეები ისტორიული მასალის დამუშავებისა და ფაქტების მოძიების გზით , შეძლებენ მინი- ნაშრომების შექმნას და წრის წევრებისადმი წარდგენას, რაც დაეხმარება მათ შემდგომ სწავლების, ძიების, კვლევითი უნარ - ჩვევების გამომუშავებაში.                                                                                                                               
საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს ისტორიის საგნისადმი მეტ  დაინტერესებას, გაიგებენ ამბებს იმ მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომელთაც ღრმა კვალი დაამჩნიეს ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას. წრის წევრებს შესაძლებლობა მიეცემათ საკუთარი ცოდნის მეტად წარმოჩენის. გაიზრდება მოსწავლეთა ცოდნის დონე, ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაციები დაეხმარება მათ კომუნიკაციის, თანამშრომლობასა და თვითრეალიზაციაში.
მნიშვნელობა: ბავშვებს შეუყვარდეთ ისტორია  და არ დაკარგონ  საგნის სწავლების მოტივაცია.
სასწავლო რესურსი: რუკა, სახელმძღვანელო, კომპიუტერი, დაფა, ცარცი , მარკერი, თაბახის ფურცელი, დამზადებული ბარათები და ა.შ.
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა: 45 წთ.
შეხვედრა გაიმართება კვირაში ერთხელ სამშაბათობით
განსახორციელებელი აქტივობები:
ü  დაეხმაროს მოსწავლეებს საკუთარი ქვეყნისა და მშობლიური  რაიონის მრავალმხრივად დანახვასა და შეცნობაში.                                                                                                  
ü  გაუღვივოს ცნობისმოყვარეობა ქვეყნის წარსულსა და თანამედროვეობის მიმართ.                        
ü  დაეხმაროს მოსწავლეებს დააკავშირონ ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან.                                                                                                                                     
ü  დაეხმაროს მოსწავლეებს შაესაბამის ტექსტსა და წყაროებზე დამოუკიდებლად მუშაობის გზით, თავად აღმოაჩინონ ამა თუ იმ მოვლენის მიზეზები                                                
ü  დაეხმაროს მოსწავლეებს მოვლენის შედეგების დადგენასა და მათი მნიშვნელობის გააზრებაში.                                                                               
ü  ჩამოუყალიბოს მზრუნველი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. გახდნენ ნამდვილი მამულიშვილები. 

     წრის სამუშაო გეგმა
თარიღი
თემის დასახელება
რესურსი
27.09
საქ- ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობები და ისტორიულ- გეოგრაფიული დახასიათება. ქართველი ხალხის წარმომავლობის საკითხი
რუკა, კომპიურერი,
სახელმძღვანელო,
თაბახი, მარკერი
04. 10
საქართველო ძველაღმოსავლურ და ანტიკურ ხანაში. დიაოხი- კოლხა. კიმერიელებისა და სკვითების შემოსევები

რუკა, კომპიურერი,
სახელმძღვანელო,

11. 10
ეგრისის სამეფო ძვ, VI საუკუნეში. ფარნავაზ მეფე და მისი ეპოქა. ანტიკური საქ- რელიგია და კულტურა
რუკა, კომპიურერი,
სახელმძღვანელო,

18.10
საქ. ადრეფეოდალურ ხანაში. ფეოდალური ურთიერთობის ჩასახვა და გავრცელება საქ-ში. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.
სახელმძღვანელო, ინტერნეტი
25.10
ქართველი ხალხის ბრძოლა დამპყრობთა წინააღმდეგ IV  -ის ბოლოსა და    V -ის პირველ ნახევარში.  ვახტანგ გორგასალი. ქართველი ხალხის ბრძოლა ირანის ბატონობის წინააღმდეგ

რუკა, კომპიურერი,
სახელმძღვანელო,
თაბახი, მარკერი
01.11
საქ. VII  -ის პირველ ნახევარში. არაბების გამოჩენა ქართლში. საქ. არაბთა ბატონობის ხანაში. საქ- გათავისუფლება არაბთა ბატონობისაგან
სახელმძღვანელო, კომპიუტერი
08.11
ადრე ფეოდალური სამეფო. საქ. - გაერთიანების წინა პერიოდი
სახელმძღვანელო, თაბახი, მარკერი,
15.11
ქართული ქვეყნების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანების ისტორიული პირობები.  ბაგრატ  III

დამატებითი  ლიტერატურა, წიგნი
22.11
ქართული კულტურა  IV-X -ში

სახელმძღვანელო, რუკა,ინტერნეტი
29.11
პრეზენტაცია
კომპიუტერი, ინტერნეტი, რუკა, თაბახი, მარკერი, დაფა, ცარცი
                        
                                  სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის ბესიკ ხულორდავას     სახელობის სალხინოს საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელს
                                                                                მედეა ჯოჯუას
                                        ამავე სკოლის --------------------------------------------
                                           მშობლის----------------------------------------------

                                                   

სურვილი მაქვს ჩემი შვილი------------------------------ ისტორიის სწავლის გაუმჯობესების მიზნით ჩაერთოს ამ საგნის შემსწავლელთა უფასო წრეში.
                                                                                  
                                       

                                           ისტორიის წრე ,,იბერია,,
                                         რეფლექსია
სასწავლო წლის დასაწყისში გადავწყვიტე ისტორიის წრის ჩამოყალიბება, შევადგინე დამოქმედო გეგმა და განცხადებით მივმართე სკოლის  დირექციას. ისტორიის წრის მუშაობის ერთ ერთი  უმთავრესი მიზანი იყო ისტორიის საგნისადმი უფრო მეტი დაინტერესება, იმ მნიშვნელოვანი მოვლენების გაგება , რომელმაც ღრმა კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურაში. ჯგუფური მუშაობით და პრეზენტაციების მოწყობით შევძელი მოსწავლეებში კომუნიკაციის, თანამშრომლობის და თვითრეალიზაციის გამოხატვა. მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ  მზრუნველი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. გასაგები სტრატეგიებით და მეთოდების გამოყენებით მივაღწიე მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.                                      ხელმოწერა:
                                                                                          თარიღი:


Комментариев нет:

Отправить комментарий