суббота, 28 сентября 2019 г.

„ჩემი საქართველო" წრის ხელმძღვანელი: მედეა ჯოჯუა წრის წევრები საფუძვლიანად შეისწავლიან ჩვენი ქვეყნის ისტორიას. მოსწავლეები ისტორიული მასალის დამუშავებისა და ფაქტების მოძიების გზით ( ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს გამოყენებით ) , შეძლებენ მინი- ნაშრომების შექმნას და წრის წევრებისადმი წარდგენას, რაც დაეხმარება მათ შემდგომ სწავლების, ძიების, კვლევითი უნარ - ჩვევების გამომუშავებაში. საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს ისტორიის საგნისადმი მეტ დაინტერესებას, გაიგებენ ამბებს იმ მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომელთაც ღრმა კვალი დაამჩნიეს ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას. წრის წევრებს შესაძლებლობა მიეცემათ საკუთარი ცოდნის მეტად წარმოჩენის. გაიზრდება მოსწავლეთა ცოდნის დონე, ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაციები დაეხმარება მათ კომუნიკაციის, თანამშრომლობასა და თვითრეალიზაციაში. საქართველოს ისტორიის საგანი უფრო საინტერესო რომ გავხადოთ და მხოლოდ მშრალ ფაქტებზე არ იყოს ორიენტირებული , მოეწყობა გასვლითი ღონისძიებები საქართველოს მუზეუმებში, ეროვნულ არქივში, უმაღლეს სასწავლებლებში და ა. შ. მოეწყობა ექსკურსიები საქ-ს სხვადასხვა კუთხეში, სადაც ისტორული დეტალების გაცნობა დაეხმარება მოსწავლეებს ყველა ისტორიული მოვლენის გააზრებაში, ჩამოუყალიბებს მათ მზრუნველ დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ. და ბოლოს, საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს სკოლაში საგნის პოპულარიზაციას. მოსწავლეებს გაუჩნდებათ საგნისადმი უფრო მეტი ინტერესი და პატივისცემა. გაიზრდება მოსწავლეთა ცოდნის დონე და გახდებიან უფრო აქტიურები.  დაეხმაროს მოსწავლეებს საკუთარი ქვეყნისა და მშობლიური რაიონის მრავალმხრივად დანახვასა და შეცნობაში.  გაუღვივოს ცნობისმოყვარეობა ქვეყნის წარსულსა და თანამედროვეობის მიმართ.  დაეხმაროს მოსწავლეებს დააკავშირონ ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან.  დაეხმაროს მოსწავლეებს შაესაბამის ტექსტსა და წყაროებზე დამოუკიდებლად მუშაობის გზით, თავად აღმოაჩინონ ამა თუ იმ მოვლენის მიზეზები  დაეხმაროს მოსწავლეებს მოვლენის შედეგების დადგენასა და მათი მნიშვნელობის გააზრებაში.  ჩამოუყალიბოს მზრუნველი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. გახდნენ ნამდვილი მამულიშვილები. წრის მეცადინეობის გეგმა მე-6 კლასი (მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთჯერ 45 წთ) N თარიღი თემის დასახელება საათების რაოდენობა 1 27.09 საქ-ს ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობები და ისტორიულ- გეოგრაფიული დახასიათება. ქართველი ხალხის წარმომავლობის საკითხი 1,5 საათი 2 04. 10 საქართველო ძველაღმოსავლურ და ანტიკურ ხანაში. დიაოხი- კოლხა. კიმერიელებისა და სკვითების შემოსევები 1,5 საათი 3 11. 10 ეგრისის სამეფო ძვ,წ VI საუკუნეში. ფარნავაზ მეფე და მისი ეპოქა. ანტიკური საქ-ს რელიგია და კულტურა 1.5 საათი 4 18.10 საქ. ადრეფეოდალურ ხანაში. ფეოდალური ურთიერთობის ჩასახვა და გავრცელება საქ-ში. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. 1,5 საათი 5 25.10 ქართველი ხალხის ბრძოლა დამპყრობთა წინააღმდეგ IV ს-ის ბოლოსა და V ს-ის პირველ ნახევარში. ვახტანგ გორგასალი. ქართველი ხალხის ბრძოლა ირანის ბატონობის წინააღმდეგ 1,5 საათი 6 01.11 საქართველო VI ს-ში. ირანელთა განდევნა საქართველოდან 1,5 საათი 7 08.11 საქ. VII ს-ის პირველ ნახევარში. არაბების გამოჩენა ქართლში. საქ. არაბთა ბატონობის ხანაში. საქ-ს გათავისუფლება არაბთა ბატონობისაგან 1,5 საათი 8 15.11 ადრე ფეოდალური სამეფო. საქ. -ს გაერთიანების წინა პერიოდი 1,5 საათი 9 22.11 ქართული ქვეყნების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანების ისტორიული პირობები. ბაგრატ III 1,5 საათი 10 29.11 ქართული კულტურა IV-X ს-ში 1,5 საათი 11 06.12 გიორგი პირველი. ბაგრატ IV საქართველო-სელჩუკების ურთიერთობა XI ს-ში 1,5 საათი 12 13.12 განვითარებული ფეოდალიზმის ხანის კულტურა.საქართველოს ოქროს ხანა. დავით IV-ს გამეფება 1,5 საათი 13 20.12 საქართველო--კავკასიის გამაერთიანებელი სახელმწიფო. დემეტრე I. ორბელთა აჯანყება 1,5 საათი 14 27.12 განვლილი მასალის გამეორება 1.5 საათი